მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეებს აფთიაქებში ეუბნებიან, რომ თურქული წამლები გაუთავდათ და ძვირიან ალტერნატივას სთავაზობენ - დეპუტატი

627bb97110d85
მარიამ ვარადაშვილი
11.05.22 17:33
1858
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ჯანდაცვის მინისტრს სთხოვს, თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით მონიტორინგის ჯგუფი შექმნას. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას კახიშვილმა თქვა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეებს სხვადასხვა მიზეზით თურქულ მედიკამენტებს არ აძლევენ და ალტერნატივად ძვირიან წამლებს სთავაზობენ.

“გთხოვთ გადაამოწმოთ... არაერთი წყაროსგან მაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანი აფთიაქში შედის და სთხოვს თურქულ წამალს, ეუბნებიან, რომ "ახლა გათავდა, არ გვაქვს და ძვირიანი წამალი აიღეთ"... ხომ არ ჯობია მონიტორინგის ჯგუფი შევქმნათ, რომელიც მსგავს ფაქტებს შეისწავლის? რადგან ეს მხოლოდ ერთი ადამიანის მონაყოლი არ არის. ვერცერთი ადამიანი ვნახე ჩემს რაიონში, ვისაც ამ წამლების ყიდვის შესაძლებლობა ჰქონდა. ყველა აფთიაქში ეუბნებიან - "ახლა გათავდა, ხვალ მოდით"”,-განაცხადა კახიშვილმა.

დღეს, 11 მაისს, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატის ფარგლებში იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები