მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეებს კინოში წასვლა საღამოს სეანსებზეც შეუძლიათ - Cavea Cinemas

60a501d05d027
ინგა მურუსიძე
19.05.21 18:00
1208
18 მაისიდან საქართველოში „კომენდანტის საათი“ 23:00 - 05:00 საათებში მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვამ 2 საათით გადაიწია. უწყებათშორისი საბჭოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად მიაჩნიათ კინოთეატრების წარმომადგენლებს.

"კავეას კინოთეატრების ქსელის" მარკეტინგის დირექტორ სალომე კუპრაშვილის თქმით, აფიშაზე ღამის სეანსები უკვე დაემატა:

„ბუნებრივია, პანდემიის პერიოდი, 2020 წელი ჩვენთვის განსაკუთრებით რთული იყო, რადგან კინოთეატრები 1 წლის განმავლობაში დაკეტილი იყო, მაგრამ ტენდენცია არის დაბრუნებისკენ. აშკარაა, რომ კინომოყვარულები ბრუნდებიან. რეგულაციებიდან გამომდინარე, ჩვენი დატვირთულობა განახევრდა, ამას ემატება ისიც, რომ საღამოს სეანსები არ იყო, თუმცა გვიხარია, რომ საღამოს სეანსებიც დაგვემატა. მაყურებლის დიდი რაოდენობა, რომლისთვისაც დრო გადამწყვეტი ფაქტორი იყო, მოიხსნა. მომავალს უფრო იმედიანად ვუყურებთ“, - უთხრა სალომე კუპრაშვილმა "საქმიან დილას".

ინფორმაციისთვის, მაყურებლებს კინოში წასვლა უკვე 19:00, 19:30 და 20:00 საათიან სეანსებზე შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები