მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოქალაქეებს, რომლებიც ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე უარს იტყვიან, ქირის გადახდა შეუწყდებათ - კალაძე

კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი იმ პირებს, რომლებიც ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე უარს განაცხადებენ, ქირის კომპენსაციას შეუწყვეტს.

როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე გაირკვა, შეზღუდვა ძალაში უარის თქმიდან 6 თვის შემდეგ შევა, ხოლო დაფინანსების აღდგენა მხოლოდ პროგრამაში ჩართვაზე თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„თუ პირი იღებს ქირას და ამასთანავე გამოვლინდება, რომ უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება. ბევრი შემთხვევაა, როდესაც ავარიულია შენობა, ოჯახები ქირით გაგვყავს, რომ მოხდეს აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება და არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან აღნიშნული პროგრამის განხორციელებას. ეს პრობლემაა სხვა მოქალაქეებისთვისაც. პირს, ვინც უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, 6 თვის შემდეგ შეუწყდება ქირის მიღება. მხოლოდ მას შემდეგ აღუდგება, როცა თანხმობას გასცემს პროგრამაში მონაწილეობაზე. გვაქვს შემთხვევა, ავარიულია შენობა და ცხოვრება პრობლემას წარმოადგენს, ოჯახები ქირით გაგვყავს, რათა ჩანაცვლება მოხდეს და არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან პროგრამის განხორციელებას. ეს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს სხვა ადამიანებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები