მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოქალაქეებს უკრაინაში მიმოსვლა ელექტრონული პირადობის მოწმობით შეეძლებათ

5b86573970f1f
BM.GE
29.08.18 12:18
1850
მოქალაქეებს უკრაინაში მიმოსვლა მხოლოდ პირადობის მოწმობით შეეძლებათ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთივე მიდგომის გამოყენება იგეგმება სხვა ქვეყნებთანაც, რის შესახებაც მომავალში ისაუბრებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე შევძლებთ და პირადობის ელექტრონული მოწმობის მქონე მოქალაქეებს უფლება ექნებათ ორივე ქვეყნის მხრიდან იმოგზაურონ. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობა გავამტკიცოთ. ამავე დროს ეს დაეხმარება ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გარღმავებას. ვიხილავთ ანალოგიური მიდგომის გამოყენებას სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც და უახლოეს მომავალში გაცნობებთ ამ საკითხზე დამატებით ინფორმაციას“,- აცხადებს ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები