"ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება მოკლე ვადებში უზრუნველვყოთ პრემიერის და მთავრობის დამტკიცება", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, მომდევნო კვირა პარლამენტისთვის დატვირთული იქნება. ახლა ჯერი პრეზიდენტზეა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს შერჩეული პრემიერი უნდა წარუგინოს.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეინარჩუნებს მინისტრის პორტფელს და ვინ წავა სამთავრობო რიგებიდან, არჩილ თალაკვაძის თქმით, ამაზე მსჯელობა ქართულ ოცნებაში მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაგრძელდება.
მისი განმარტებით, გუნდს ბევრი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს და რადგან გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მიღებულია, ახლა უკვე კონსულტაციები გაგრძელდება და უახლოეს მომავალში შედეგი საზოგადოებას წარედგინება.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება დატოვოს სამთავრობო გუნდი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სახელობითი განხილვა დღეს არ ყოფილა.
"დღეს გადაწყვეტილების მთავარი საგანი, პრემიერ მინისტრობის კანდიდატურა იყო. წარვადგინეთ მამუკა ბახტაძე და სწორესდ მასთან ერთად გაიმართება კონსულტაციები. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს მთავრობისა და პარლამენტის ეფექტური თანამშრომლობა. მოქმედი პარალმენტის როლი კიდევ უფრო გაიზრდება ქვეყანაში საჯარო პოლიტიკის ფორმირების და წარმართვის თვალსაზრისით. "- განაცადა არჩილ თალაკვაძემ.

























