მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოქნილი გაცვლითი კურსის გამო გაიზარდა შემოსავლები ექსპორტიდან და ტურიზმიდან"

5b34b6efc566d
BM.GE
28.06.18 14:17
815
„2017 წელი დადებითი ტენდენციებით გამოირჩეოდა საგარეო ეკონომიკური აქტიურობის თვალსაზრისით. შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წელს არსებული მთლიანი შიდა პროდუქტის 12.8 პროცენტიდან 2017 წელს 8.7 პროცენტამდე შემცირდა“, - ამის შესახებ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აბსოლუტურ გამოხატულებაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 531 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

„მოქნილი გაცვლითი კურსისა და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ფონზე, გაიზარდა შემოსავლები საქონლის ექსპორტიდან და, განსაკუთრებით, ტურიზმიდან. ეს, შესაბამისად, აისახება როგორც ადგილობრივი კომპანიების, ასევე მათ მიერ დასაქმებული ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ასევე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით, რაც, თავისთავად, გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზე შემცირებაში აისახება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ბოლო 10 წლის მანძილზე საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტს აღწევდა, 2017 წლის დეფიციტის შემცირება მნიშვნელოვანი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისა და სარეიტინგო ინსტიტუტებისთვის.

ამის მაგალითია ისიც, რომ გასული წლის სექტემბერში სარეიტინგო სააგენტო მუდისმა (Moody’s) საქართველოს რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გაზარდა, რაც ძირითადად გაუმჯობესებულ მაკრეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ გარემოს უკავშირდებოდა. მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება 2011 წლის შემდეგ არ მომხდარა. რეიტინგი, ეკონომიკური და ფინანსურის გარდა, ითვალისწინებს ქვეყნის ფისკალური, ინსტიტუციონალური, სოციალური და პოლიტიკური მხარეების შეფასებას. აქედან გამომდინარე, რეიტინგის მატება, ზოგადად, ქვეყნის წინსვლის აღიარებაა, რაც, მათ შორის, რისკების და მასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებაზე და, შესაბამისად, საინვესტიციო მიმზიდველობაზე დადებითად მოქმედებს“, - ამბობს კობა გვენეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები