მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქნილობა და ოპერატიულობა, ეს გამოარჩევს "საქართველოს ბანკს" კონკურენტებისგან - Bolero & Company-ის დირექტორი

5fae38d665c63
BM.GE
13.11.20 10:45
795
საკრედიტო ხაზი არის პროდუქტი, რომელიც საქართველოში მოქმედ კერძო ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი საჭიროებების დაფინანსება მარტივად მოახერხოს.

“საქართველოს ბანკის” საკრედიტო ხაზის მეშვეობით ბიზნესებს რევოლვირებადი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვთ. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკმა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიის, 
Bolero & Company-ის 21.5 მლნ ლარის ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც კომპანიის კაპიტალური დანახარჯებისთვის იყო განკუთვნილი და რაც ემსახურება ქარხნის გაფართოებას და სიმძლავრეების დამატებას. პროექტს “საქართველოს ბანკი” ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილი სახსრებით აფინანსებს.

ამ თანამშრომლობის შესახებ BMG-ისთან საქართველოს Bolero & Company-ის დირექტორი ირაკლი ბექაური საუბრობს. მისი თქმით, მოქნილობა და ოპერატიულობა “საქართველოს ბანკს” კონკურენტებისგან გამოარჩევს.

"ჩვენ მიერ შემუშავებული მოკლე და გრძელვადიანი პროექტები მოითხოვს ფინანსურ უზრუნველყოფას. ამ კუთხით მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა. მოქნილობა, ოპერატიულობა და დიდი საკრედიტო რესურსი, რაც გამოარჩევს საქართველოს ბანკს კონკურენტებისგან, იყო და არის საფუძველი ჩვენი თანამშრომლობისა. ხაზგასასმელია ბანკის ჩართულობის სიღრმე და მაღალი ხარისხი ჩვენს პროექტებში. ყოველდღიურ კავშირზე არიან საქართველოს ბანკის თანამშრომლები მაღალი პროფესიული ცოდნით. იდეიდან კონკრეტული ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს ბანკის სიღრმისეული ჩართულობა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია რისკების გადაზღვევის კუთხითაც.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობა წარმატების გარანტიაა"- აცხადებს ირაკლი ბექაური.

“საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, EIB ის რესურსის ორი ფაზის განმავლობაში ბანკი ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) გარანტირებულად მიიღებს 60 მლნ ევროს ოდენობის სასესხო რესურსს, რომლიდანაც 25 მლნ ევრო წარმატებით იქნა ათვისებული. პროგრამა მიმართულია ბიზნესების მხარდაჭერისკენ და სამომავლო განვითარებისკენ.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები