საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 14-ით 1264 ადამიანამდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 44-ით.
Stopcov.ge-ის განახლებული სტატისტიკის მიხედვით:
გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობამ 1054 შეადგინა;
გარდაცვლილია - 17;
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 6930 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 263.
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41