მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Morgan Stanley-ის $20.34-მილიარდიანმა კვარტალურმა შემოსავალმა უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა

Morgan Stanley

ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა, Morgan Stanley-მ კვარტალური ფინანსური ანგარიში წარადგინა.

როგორც ირკვევა, თუ უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები მხოლოდ $19.95 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებდნენ, Morgan Stanley-ის მაჩვენებლებმა $20.34 მილიარდს მიაღწია. ამასთან, ერთ აქციაზე განაწილებული მოგება (EPS) $3.03-ით განისაზღვრა, რაც პროგნოზირებულ $2.91-იან ნიშნულს ასევე აღემატება.

არსებული ინფორმაციით, ბანკის ფინანსური წარმატება დიდწილად კაპიტალის ბაზრებზე ვაჭრობის მიმართულებამ განაპირობა. კომპანიის შემოსავალმა მხოლოდ ამ სეგმენტიდან მოლოდინს $909- მილიონით გადააჭარბა.

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, ამ მხრივ ინვესტორები ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, ტედ პიკის შეფასებებს ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების მთავარი ყურადღება მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე წლის ბოლომდე დაგეგმილ შერწყმებსა და საწყის საჯარო შეთავაზებებზე მახვილდება.

რაც შეეხება ბაზრის რეაქცია, პრემარკეტზე MS-ის აქციების ფასი 0.54%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $186.64-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $298.44 მილიარდს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები