აღსრულების ეროვნული ბიურო 2018 წლის 6 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.
2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 6 433 ერთეული შემთხვევა შეადგინა;
საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 191 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;
ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 223 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;
2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 4 453 მოქალაქეს.
2018 წლის ივნისის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8 326 ერთეული ალიმენტიდან - დარეგულირებულია 4 130 საქმე.

























