მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მორიგი დაკავება სპარსეთის ყურეში – ტანკერი ერაყის საკუთრება აღმოჩნდა

5d47ccf48adbe
მიხეილ ხაჩიძე
05.08.19 16:35
673
ირანის მიერ დაკავებული ნავთობმზიდი ერაყის საკუთრება აღმოჩნდა.

BBC-ის ინფორმაციით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებმა ტანკერი და ეკიპაჟის შვიდი წევრი სპარსეთის ყურეში, კუნძულ ფარსისთან დააკავეს. როგორც ირანელი სამხედროები აცხადებენ, ხომალდს კონტრაბანდული ნავთობი გადაჰქონდა, რომელიც არაბული ქვეყნებისთვის უნდა მიეწოდებინა. 

გარდა ამისა, ევროპული გამოცემების ცნობით, სპარსეთის ყურეში მცურავ ტანკერზე 700 000 ლიტრი საწვავი იყო განთავსებული. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, სპარსეთის ყურეში ვითარება საკმაოდ დაძაბულია, რაც მსოფლიო საწვავის ფასების საგრძნობ რყევებზე აისახება.  

ცნობისთვის: კუნძულზე, რომელიც ორმუზის სრუტის ჩრდილოეთით მდებარეობს, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს სამხედრო-საზღვაო ბაზა აქვს მოწყობილი.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები