მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მორიგი მრავალფუნქციური კომპლექსი სანაპიროზე - ლაშა პაპაშვილმა 27-სართულიანი შენობის პროექტი მერიას წარუდგინა

papashvili mtkvris sanapiro 2

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შეთანხმების მიზნით მიმართა.

შპს “ბიზნეს-ცენტრი მტკვრის სანაპიროზე” პროექტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ დღეს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივ საქმიანი ზონა მოქმედებს, საპროექტო არეალი კი 7681 კვ.მ-ია. დამკვეთის ინფორმაციით, ადგილზე გაცემულია სპეციალური ზონალური შეთანხმება და დადგენილია მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები სსზ-2-ის პარამეტრებით, საცხოვრებელი კოეფიციენტი არაუმეტეს 77%-ისა.

დამკვეთს სურს საზოგადოებრივ საქმიანი ზონის ფარგლებში ადგილზე 27-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა, რომლის 25% საცხოვრებელი, ხოლო 75% კომერციული მიზნით იქნება გამოყენებული.

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ამ ეტაპზე დამკვეთ კომპანიას განახლებულ საპროექტო ვიზუალიზაციას, არსებული გარემოს გათვალისწინებით ქალაქის სხვადასხვა ხედიდან ფოტო მონტაჟებს სთხოვს, რომ უკეთ მოხდეს ტერიტორიის აღქმა.

დამკვეთ კომპანიას დამატებითი მასალის წარდგენისთვის ვადა 13 მარტამდე აქვს.

შპს ბიზნეს-ცენტრი მტკვრის სანაპიროზე ბიზნეს რეესტრის მონაცემებით დირექტორი ანა მიქელაძეა, ხოლო 50%-50%-იან წილებს ლაშა და სულხან პაპაშვილები ინაწილებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები