მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მორიგი რეგულაცია ჯანდაცვაში - რა შენიშვნებია სამედიცინო აღჭურვილობის კანონპროექტზე?

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო სექტორისთვის მორიგ საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს. საუბარია „სამედიცინო მოწყობილობების შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც სამინისტრომ ჯერ კიდევ წინა მინისტრის პირობებში შეიმუშავა, საშემოდგომო სესიაზე კი საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტის განხილვები უნდა დაიწყოს. კანონპროექტი ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სამედიცინო მოწყობილობებისა და მისი აქსესუარების ბაზარზე განთავსებასთან და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს და ის ევროკავშირის კანონმდებლობას ეფუძნება.

კანონპროექტის მიხედვით, თუ მოწყობილობის მწარმოებელი არ არის დაფუძნებული საქართველოში, მოწყობილობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში განთავსდეს საქართველოს ბაზარზე, თუ მწარმოებელი დანიშნავს ერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს. იმპორტიორმა კი საქართველოს ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობა უნდა განათავსოს, რომლებიც კანონის მოთხოვნებს შეესაბამება. მათ შორის, მოწყობილობას უნდა გააჩნდეს „CE“ მარკირება და მასზე შედგენილი უნდა იყოს ევროკავშირის შესაბამისობის დეკლარაცია.

„სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაცია“ სამედიცინო მოწყობილობების რეგულირების მომხრეა, თუმცა კანონპროექტის არსებული ფორმით დამტკიცებაა მათთვის მიუღებელი. რამდენიმეპუნქტიანი შენიშვნები ასოციაციამ სამინისტროს თვეების წინ მიაწოდა, თუმცა რა გაითვალისწინეს და რა არა, ეს მათთვის უცნობია.

სტუმარი: მამუკა ლოლაძე - სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელთა, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები