მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსახლეობას შეეშინდა" - რატომ გაუფასურდა ლარი ბოლო 2 დღეში?

ხელფასი

„იყო ბაზარზე აჟიოტაჟური ქცევა, რომელიც საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის არასწორ გადაწყვეტილებას მოჰყვა. მოსახლეობას შეეშინდა“ - ასე ხსნის ბოლო დღეებში ლარის  გაუფასურებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.

გასული  2 დღის განმავლობაში ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი დოლარის მიმართ 5 თეთრზე მეტად გაუფასურდა და 22 სექტემბრის კურსით, 1 დოლარი/ 2.6879 თეთრი ღირს. 

ბესო ნამჩავაძე ვარაუდობს, რომ გარდა სავალუტო აუქციონების, რომლითაც სებ-მა ბაზარს $57 მლნ მიაწოდა,  ეროვნულ  ბანკი აქტიური იქნებოდა Bmatch პლატფორმაზეც, რომელიც მიმდინარე სტატისტიკაში არ გამოჩენილა.  

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ლარზე ისედაც მოქმედებს სეზონური ფაქტორები, ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კი, დამატებითი ზეწოლა გახდა.

„მე მაინც ველოდი,  რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოხდებოდა ლარის გაუფასურება. თუ შევხედავთ ბოლო თვეების ფულად გზავნილებს და ვაჭრობას აღარ გვაქვს ისეთი შემოდინებები, როგორც გვქონდა. ფულადი გადმორიცხვები შემცირდა. თუ შემოდიოდა რუსეთიდან 200-300 მლნ დოლარი, გასულ თვეში  მივიღეთ 60 მლნ დოლარი. ასევე შემცირდა, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე რეექსპორტი და აქტიური ტურისტული სეზონიც, როდესაც საზღვაო სეზონი სუპერშემოსავლიანია, მიილია. ისედაც ახასიათებს ჩვენი  ვალუტის კურსს სეზონურობა, რასაც დაემთხვა ეს მოვლენები“, - განმარტავს ბესო ნამჩავაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები