მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მოსახლეობაში რატომღაც უნდობლობაა ვაქცინაციის მიმართ" - ციციშვილის კლინიკის დირექტორი

მაია ჩხაიძე

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში კვლავ შესამჩნევი რჩება მოსახლეობის უნდობლობა ვაქცინაციის მიმართ. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოყოფილი გრიპის ვაქცინის 200 000 დოზიდან, დაახლოებით 130 000 დოზა დაიხარჯა, ხოლო დარჩენილი 70 000 გრიპის ვაქცინის დოზა, კლინიკებშია და მოსახლეობა არ იცრება.

„რატომღაც მოსახლეობაში უნდობლობაა ვაქცინაციისადმი. ამ ვაქცინის გაკეთებისთვის საუკეთესო პერიოდია შემოდგომა, ოქტომბერი. გრიპის ვირუსი ნოემბრიდან და დეკემბრიდან იწყებს ცირკულირებას. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას კი 2 კვირა სჭირდება. ამის მიუხედავად, არც ახლა არ არის გვიან, მაგრამ ახლა აცრილი ადამიანი შეიძლება გრიპიან პაციენტთან მოხვდეს კონტაქტში და იმუნიტეტის ჩამოყალიბებამდე გრიპით დაინფიცირდეს, რის შემდეგაც აუცილებლად იტყვიან, რომ ავიცერი და გრიპი დამემართა.

გრიპის ვაქცინის მოქმედების ვადა 11 თვემდეა. შესაბამისად, ყოველ წელს ახალი ვაქცინით უნდა ავიცრათ, რადგან ვაქცინა იმის მიხედვით მზადდება, თუ რა შტამია მოსალოდნელი”, - ამბობს ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის, სამედიცინო დირექტორი.

მაია ჩხაიძის განმარტებით, ვაქცინაციის საჭიროებაზე ცნობადობა სამწუხაროდ ისევ დაბალია. ის ასევე დასძენს, რომ გასულ წელს უფრო მეტი ადამიანი იყო გრიპის ვაქცინით აცრილი, ვიდრე 2024 წელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები