მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის 30% თავს დაუცველად გრძნობს - რა საკითხები სახელდება დაუცველობის მიზეზად NDI-ის კვლევაში?

კვლევა

NDI-ის 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% საქართველოში თავს დაუცველად გრძნობს. მონაცემი 4%-ით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2022 წლის ოქტომბერში თავს დაუცველად 34% მიიჩნევდა.

კითხვაზე - ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს, გამოკითხულთა 69% პასუხობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობენ. 30% კი მიიჩნევს რომ დაუცველია, 1%-მა ამ კითხვას არ უპასუხა.

მოქალაქეები თავს დაუცველად, ძირითადად, სიღარიბისა და ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობენ. 40% თავს დაუცველად სიღარიბის გამო მიიჩნევს, 30% უმუშევრობისა და სამუშაო ადგილების სიმცირის, 28% ინფლაციისა და მაღალი ფასების. სხვა მიზეზები კი, ასე ნაწილდება:

ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში თავს დაუცველად სიღარიბისა და უმუშევრობის გამო გრძნობენ.

იგივე მიზეზით გრძნობს თავს დაუცველად სოფლად მცხოვრები ადამიანების 33%, ასევე პატარა ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის 47%. დიდ ქალაქებში კი, ეს მონაცემი 34%-ია.

მათგან, ვინც დაუცველად გრძნობს თავს, ახალგაზრდები უფრო მეტად კრიმინალსა და პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებენ. ამ ასაკობრივ ჯგუფში სიღარიბე გამოკითხულთა 35%-ისთვისაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. მაშინ, როცა 35-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში მონაცემი 37%-ია. 55+ ასაკობრივ ჯგუფში კი, 48%.

მათგან, ვინც თავს დაუცველად გრძნობს, ქალები ამის მიზეზად უფრო მეტად ასახელებენ სიღარიბეს, კრიმინალსა და წამლებზე მაღალ ფასებს.

აღსანიშნავია, რომ მათგან, ვინც დაუცველად გრძნობენ თავს, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, მთავარ მიზეზად სიღარიბეს ასახელებენ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები