ენერგეტიკის მხარდამჭერი CFD სქემის პირველ აუქციონში გამარჯვებული კომპანიების ნაწილი მშენებლობის ეტაპზე ჯერ ისეც არ გადასულა. როგორც ჰესების ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ენერგოობიექტების მშენებლობა ვერ იწყება ისევ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა და მათთან გაჭიანურებული მოლაპარაკებებია. კერძო სექტორი აცხადებს, რომ მშენებლობის გადავადება მათ ხარჯებს უზრდით, რაც საბოლოოდ პროექტებსაც გააძვირებს. ნუცა შუბაშვილმა შეაგროვა ენერგეტიკის დარგის ინვესტორების პოზიცია.