მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსალოდნელი ძლიერი ნალექის გამო საფრთხის დონე მაღალია - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მასშტაბით მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო მოსახლეობას აფრთხილებს.

„31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები