მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო
BM. GE
02.10.23 10:05
56

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"2 ოქტომბერს, ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.  

3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა, ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალიან ძლიერი.  ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები