მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსალოდნელია გრიპის და კორონავირუსის ტვინდემია - ამირან გამყრელიძე

615ec0d38641a
ინგა მურუსიძე
07.10.21 13:45
906
მოსალოდნელია გრიპის ვირუსის და კორონავირუსის ტვინდემია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ის მოქალაქეებს ვაქცინაციის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს, თან უკვე ცივი სეზონია, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები, გამოჩნდება გრიპი და მოსალოდნელია ამ ორი ინფექციის ტვინდემია - დაწყვილება, რაც ძალიან საყურადღებოა. თუ არ ავიცერით და აცრილების კრიტიკული მასა არ დაგროვდა, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპისთვის იმუნური ფენა 55%-ზეა, რაც აცრილებისა და კოვიდ-გადატანილების იმუნურ ფენას გულისხმობს და საჭიროა, მაჩვენებელი 80%-მდე ავიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები