მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ფადი ასლის სასამართლოში უჩივის

58e6210fd73a9
BM.GE
06.04.17 15:05
2947
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ფადი ასლის სასამართლოში უჩივის. როგორც მოსამართლის უფლებადამცველმა „საქმის კურსს“ განუცხადა, სარჩელი შეეხება პატივის და ღირსების ასევე საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფრომაციის გავრცელებას მოსამართლის წინააღმდეგ. კობა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ვლადიმერ კაკაბაძე ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს კანონის შესაბამისად, - ფინანსური მოთხოვნა 20 000 ლარს შეადგენს.

„პირველი მოთხოვნა ეფუძნება ინფორმაციიის უარყოფას, რომელიც მოსამართლის წინააღმდეგ გავრცელდა. როგორიც იცით საუბარი იყო კორუფციაზე, დანაშაულზე და სხვა სახის ცილისწამებულ განცხადებებზე რომელიც გამოთხმული იყო საჯარო მოხელის მიმართ“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატა ვლადიმერ კაკაბაძის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები British American Tobacco და Philip Morris დაახლოებით 90 მილიონი დოლარით დაჯარიმდნენ. ფადი ასლი აცხადებს, რომ მოსამართლე კორუმპირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები