რესტორან „ბაბილოსთან“ , სადაც მოსამართლეების კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები საპოლიციო ძალების მობილიზებით ტოვებენ.
ტერიტორიაზეა წყლის ჭავლის ავტომობილიც.
საპოლიციო ძალები განლაგდნენ რესტორნის მიმდებარედ და აქციის მონაწილეებისგან ტერიტორია გაათავისუფლეს. სპეციალური კორდონია მოწყობილი, რომლის საშუალებითაც მოსამართლეები ტერიტორიას ტოვებენ.




























