მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსამართლეების ხელფასები ადეკვატური არაა" - ლაშა ნოდია სისტემაში არსებულ გამოწვევებზე

იურისტი

იურიდიული ფირმა “ნოდია, ურუმაშვილი & პარტნიორების” მმართველი პარტნიორის ლაშა ნოდიას აზრით, სახელმწიფო მოსამართლეობის კანდიდატს იმაზე ნაკლებ ანაზღაურებას სთავაზობს, ვიდრე იგივე კვალიფიკაციის იურისტს სისტემის გარეთ აქვს. ამის შესახებ იურისტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

ნოდიას თქმით, საკუთარი სასამართლო სისტემით არც ევროპელი იურისტები არიან კმაყოფილი, თუმცა საქართველოში განსაკუთრებული პრობლემა ნდობის დეფიციტია, რაც უნდა გამოსწორდეს.

"ძალიან რთულია სასამართლოზე საუბარი და სწორი შეფასებებისა და დასკვნების გაკეთება, თუმცა აუცილებელია სასამართლო სისტემის განვითარებისთვის. სისტემას მხოლოდ მოსამართლეები ვერ განავითარებენ. ძალიან დიდი როლი აქვს მთავრობას და საზოგადოებას. სადაც მე მქონია შეხვედრები, აღმოსავლეთ, თუ დასავლეთ ევროპის იურისტებთან, არ მინახავს იურისტი, რომელიც საკუთარი ქვეყნის სასამართლოთია კმაყოფილი. იმაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ ნეგატიურ ჭრილში, ვიდრე მე წარმომედგინა რომ მესაუბრა საქართველოს სასამართლო სისტემაზე.

თუმცა, ჩვენს კონტექსტში, ფაქტია, რომ ნდობა არ არის მაღალი და ეს არის მნიშვნელოვანი. ნდობის ასამაღლებლად ბევრი რეფორმაა განსახორციელებელი. არ ვიცი, ეს იქნება იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული, მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლებასთან, მოსამართლეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებასთან, თუ სხვა. მე ძალიან გამიჭირდებოდა ვყოფილიყავი მოსამართლე, არა იმიტომ რომ მთელი დღე დოკუმენტებთან მუშაობა მიჭირს, იმიტომ, რომ ანაზღაურება არ არის ადეკვატური. თანხა, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მოსამართლეობის კანდიდარტს, არ არის ადეკვატური. ის სახელფასო სარგო, რასაც მოსამართლეებს უხდიან, უფრო დაბალია იმაზე, რასაც შეიძლება კვალიფიციურ იურისტს უხდიდნენ სასამართლო სისტემის გარეთ. ამიტომ, აქ პირიქით უნდა იყოს, ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის კადრები უნდა გვყავდეს" - განაცხადა ნოდიამ ,,წერტილში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები