თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროევროპულ აქციებზე "ჯგუფურ ძალადობაში" ბრალდებული 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის განმარტებით, გამოძიების დასრულებამ შეიძლება მტკიცებულებების განადგურების საფუძველი შეამცირა, მაგრამ, მისი აზრით, რჩება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფუძველი, რაც "აღკვეთილი იქნება პატიმრობით".
როგორც ცნობილია, დღევანდელ პროცესზე მსჯელობა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას ეხებოდა. მომდევნო პროცესი ორშაბათს, 10 მარტს გაიმართება, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ.

























