მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსამართლემ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩანიშნა

5d3b1b6e6e032
შოთა ტყეშელაშვილი
26.07.19 19:18
864
თიბისი ბანკის ჯგუფის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა და ბიზნესმენებს გირაო შეუფარდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნილი მილიონი ლარის ნაცვლად ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700,000 ლარის გირაო დაადო. ამასთანავე, მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის მოთხოვნა და ხაზარაძესა და ჯაფარიძეს საქართველოდან გასვლა აუკრძალა. 

12 სექტემბერს დაგეგმილ წინასასამართლო სხდომაზე მხარეები წარადგენენ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და განიხილავენ შუამდგომლობებს მტკიცებულებებთან
დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა. 

"მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები