საქართველოში მოსამართლეების ნაკლებობაა, რაც სასამართლო დავებს აჭიანურებს. შესაბამისი ანგარიში “სასამართლო გუშაგმა” წარადგინა. იურისტების განცხადებით, დროში გაწელილი საქმეები ადგილობრივ ბიზნესმენებსა და უცხოელ ინვესტორებს პრობლემებს უქმნის, მათ ნაწილს საქმიანობას შეჩერებაც კი უწევს. სპეციალისტების თქმით, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის ცვლილება და ახალი მოსამართლეების დამატება, თუმცა როგორც იურისტები აღნიშნავენ, ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას არ აქვს. კვლევის მიხედვით, საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობა 30%-ითა და გაუმჭვირვალედაა შეფასებული.