ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
საქმე ეხება მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ქუთაისში, მოსამართლე მალხაზ ოქროპირიშვილის სახლთან 30-წუთიანი საპროტესტო შეკრებას, რის გამოც 7 თებერვალს აქციის 9 მონაწილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-3 ნაწილით 15 დღემდე ვადით დაპატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა ამ მუხლის 6 თებერვალს მიღებული ახალი რედაქციის მიხედვით, მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას შეკრების გამართვა ისჯება 5 000-ლარიანი ჯარიმით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობით.
დაჯარიმებული არიან: ნინო ქათამაძე, გელა მთივლიშვილი, მაია ცირამუა, ვლადიმერ აფხაზავა, ხვიჩა ვაშაყმაძე, ირინა ზარანდია, ქეთევან ფილაური, ეკა კუხალაშვილი და გივი ცინცაძე.
სასამართლოში სოლიდარობის ნიშნად შეკრებილი იყვნენ, მათი კოლეგები და ახლობლები.
ფოტო: პუბლიკა


























