"რემაქს კაპიტალის" მმართველი პარტნიორის მარიამ ასათიანის განცხადებით, რთულია ერთხელ შემოღებული რეგულაციების უკან წაღება, თუმცა თუ ეს საჭირო გახდება, ეროვნულმა ბანკმა დღის წესრიგში საკითხი აუცილებლად უნდა დააყენოს.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებებში ბალანსის დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესი არ დაზიანდეს.
"რთულია შემოღებული რეგულაციების უკან წაღება, თუმცა თუ საჭიროა ეს დღის წესრიგში უნდა დადგეს. დგას ჭარბვალიანობის პრობლემა, თუმცა ეს მხოლოდ იპოთეკურ სესხებს არ ეხება, ეს სამომხმარებლო სესხებსაც ეხება. იგივე მდგომარეობაშია გაყიდვების თვალსაზრისით ტექნიკის თუ საყოფაცხოვრებო ინვენტარის მაღაზიები. ერთის მხრივ, უნდა დავიცვათ მოსახლეობა უგუნური გადაწყვეტილებებისგან და ჭარბვალიანობისგან, მეორეს მხრივ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიზნესს არ შევუშალოთ ხელი", - განაცხადა ასათიანმა.
შეგახსენებთ, რომ "საქსტატის" მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის სექტორებს შორის ვარდნა მხოლოდ ერთ - სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა და მან 3.1% შეადგინა.

























