მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოსახლეობა ვერ აკეთებს სწორ დასკვნას, თუ რომელ ბიზნესს მოკიდონ ხელი"

5b1e9a19a480c
BM.GE
11.06.18 19:48
2203
"მთავრობამ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას ის სფეროები, რომლებსაც განვითარების მეტი პოტენციალი აქვს", - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძვალმა მერაბ კაკულიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხშირად მოსახლეობა სწორად ვერ თვლის, თუ ბიზნესის რომელი მიმართულებაა მეტად პრიორიტეტული.

"ადამიანები სწორ დასკვნას თუ რომელ ბიზნესს მოკიდონ ხელი და რა განავითარონ, ვერ აკეთებენ. მთავრობამ უნდა შესთავაზოს მათ, თუ რას აქვს პოტენციალი. როდესაც განისაზღვრება მომსახურებისა, თუ პროდუქციის ტიპი, სადაც შესაძლოა ეს ადამიანები დასაქმდნენ, შემდეგ უკვე მთავრობამ უნდა შეუწყოს ხელი და განახორციელოს ამ ადამიანების პროფესიული სწავლება, ან გამოყენებული იქნას დონორების პროგრამები, რათა მოხდეს მათი გადამზადება - განაცხადა რომან კაკულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები