მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსახლეობამ თავის ქცევაში რაღაცა უნდა შეცვალოს - თენგიზ ცერცვაძე

612deae16fd09
თამთა ჯიჯავაძე
31.08.21 12:42
1441
"მე ვერ ვხედავ, რომ მოსახლეობამ რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება, ჩვენს ქცევაში რაღაც უნდა შეიცვალოს", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობაში არ გაჩნდა იმის განცდა, რომ ვდგავართ უდიდესი რისკის წინაშე.

„ყოველდღიურად განვიცდით მძიმე დანაკარგს. ჩვენს ქცევაში რაღაცა უნდა შევცვალოთ. მე ვერ ვხედავ, რომ მოსახლეობამ რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება პირბადეების ტარებისა და ხალხმრავალი შეკრებებისადმი. დავუშვათ, თავიანთ ინტერესებს ქვეყნის და ხალხის ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებენ და ღიად თუ ფარულად მაინც ატარებენ ღონისძიებებს, მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც სტუმრად მიდის ამ ღონისძიებებზე, მათ მაინც ხომ უნდა გაიაზრონ, რამხელა რისკები იქმნება ქვეყნისთვის და პირადად მათთვის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის: გუშინ შრომის ინსპექციის სამსახურშიც განაცხადეს, რომ ამ დროისთვის, მთავარ გამოწვევად კვლავ სოციალური და გასართობი ღონისძიებები რჩება, რის გამოც ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 25 ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 45 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 28 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები