მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის იანვრამდე შეეძლება

63862ddb37faf
BM.GE
29.11.22 20:00
698
პარლამენტმა პირველი მოსმენით იმსჯელა და 84 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე, შესაბამისი ბილეთის საფუძველზე, შეეძლება.

აღნიშნული გულისხმობს, რომ მოსახლეობას სათბობი შეშის ტყეში მათივე ძალებით მოპოვება შეეზღუდება და ამ ფუნქციას ტყის მართვის ორგანოები დაიკავებენ, რომლებიც მოჭრილი მერქნული რესურსის მოსახლეობისთვის საქმიანი ეზოდან მიწოდებას უზრუნველყოფენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ტყის მართვის ორგანო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დაადგენს და გასცემს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტებს, მათ შორის, საჯარიმო ქვითარს და სააღსრულებო ფურცელს.

„კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა 2026 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2023 წლის 1 იანვრისა იქნება დასაშვები“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვადა თავდაპირველად 2023 წლის იანვრამდე იყო განსაზღვრული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები