მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსახლეობის 11.9% საარსებო შემწეობას იღებს

5b6aa5757d6fe
BM.GE
08.08.18 12:09
781
საქართველოში საარსებო შემწეობას 445 286 პირი იღებს, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მთლიანი მოსახლეობის 11.9%-ს შეადგენს. ჯამში შემწეობას 129 342 ოჯახი იღებს.

ივლისში, ივნისთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 3 805-ით შემცირდა.

თბილისში საარსებო შემწეობას 98684 პირი იღებს, გურიაში 17810, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 12742, კახეთში 49171, იმერეთში 63632, მცხეთა მთიანეთში 15477, სამეგრელო ზემო სვანეთში 51222, სამცხე ჯავახეთში 11222, ქვემო ქართლში 44222, შიდა ქართლში 46423, აჭარაში კი 38486.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები