მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსახლეობის 39% "TV პირველს" უყურებს

5c4ee19da7f9b
თათია ჩაფიჩაძე
28.01.19 15:05
2408

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით ყველაზე მეტი - 66% ტელეკომპანია "იმედს" ადევნებს თვალს, მეორე ადგილს 61%-ით "რუსთავი 2" იკავებს, მესამე ადგილს 39%-ით - "TV პირველი".

კვლევის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოკითხულთა 34% ადევნებს თვალს, "მაესტროსა" და "ობიექტივს" - 22-22%, ხოლო "კავკასიას", "აჭარის ტელევიზიასა" და "პალიტრა ტვ"-ს - 17-175.

ამასთან, გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მეტი - 21% "იმედს" ენდობა, 15% - "რუსთავი 2-ს", ხოლო 13% - "TV პირველს". გამოკითხულთა 17% არ ენდობა "რუსთავი 2"-ს, 14% - "იმედს", ხოლო 11% - "ობიექტივს".

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა გამოაქვეყნა. საველე სამუშაოების თარიღები 2018 წლის 6-20 დეკემბრით თარიღდება. ჩატარდა 2205 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები