მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსახლეობის 71%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი

5c5151f7e04d5
BM.GE
30.01.19 11:20
831

NDI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის 71%-მა არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი. მათი ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ არ იცის, ნაწილმა კი არასწორად იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი. საკუთარ მაჟორიტარს მხოლოდ 28% ცნობს.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები