აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 72%-ის აზრით დეპუტატები გააკეთებენ იმას, რასაც მათ პარტია ეტყვის. მოსახლეობის მხოლოდ 36% ეთანხმება ფრაზას, რომ დეპუტატები ამომრჩეველთა ინტერესებს დაიცავენ.
ამასთანავე, 62% ფიქრობს, რომ დეპუტატები არ შრომობენ ბევრს ქვეყნისთვის. ასევე 62% ფიქრობს, რომ დეპუტატები არაეთიკურად იქცევიან. მოსახლეობის 49%-ის აზრით დეპუტატებს არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა აღნიშნული სამსახური შეასრულონ ხოლო 43%-ის აზრით, დეპუტატები არ ითვალისწინებენ უმცირესობის ინტერესებს.
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

























