მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოსახლეობის განვითარების საბჭოს აუცილებლობა წინა მოწვევის პარლამენტმა განსაზღვრა"

5afafeb07ba84
მეგი კავთუაშვილი
16.05.18 09:00
609
მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნის აუცილებლობა წინა მოწვევის პარლამენტმა განსაზღვრა. საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, დღეს მთავრობა უკვე აღებულ ვალდებულებას ასრულებს.

„საუბარია დემოგრაფიული პოლიტიკის კონცეფციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, იქნება ეს მხარდაჭერა თუ მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის განსაზღვრა, შობადობის წახალისება, მაგალითად მაღალმთიან რეგიონებში და შემდეგ მათი მხარდარჭერა. ყველა დაგეგმილი ღონისძების შესახებ კონცეფციის დოკუმენტშია გაწერილი“ - აცხადებს აკაკი ზოიძე.
შეგახსენებთ, რომ საბჭოს მიზანი ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობის მოსალოდნელი შემცირების შეჩერების ხელშეწყობაა, მათ შორის მოსახლეობის მიგრაციის რაციონალიზაცია.

დებულების მიხედვით, საბჭომ 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსართხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა შექმნას, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს. მისივე ფუნქციებში შევა საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები