მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსახლეობის მცირე ნაწილი ეწევა ეკლესიურ ცხოვრებას და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი"

5e9e987c278ac
ინგა მურუსიძე
21.04.20 10:56
1136
"მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ეწევა ეკლესიურ ცხოვრებას და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად სწორია რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ადამიანები, ვინც აღდგომის ღამეს ეკლესიაში იყვნენ, იზოლაციაში უნდა გადავიდნენ და მოსალოდნელია თუ არა პიკი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.

„ასე ლაპარაკი არ შეიძლება, მხოლოდ ამ სეგმენტზე არ უნდა ვისაუბროთ. ჩემთვის ეს საკითხი უცხო არ არის, მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის გაზფხულს, როგორც ერთი მერცხალი. იზოლაციაში უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს ეჭვი, რომ ურთიერთობა ჰქონდა ინფიცირებულ ადამიანთან. ეს ვრცელდება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე და არა რომელიმე კონკრეტულ სეგმენტზე“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
 
ცნობისთვის: კორონავირუსის შემთხვევები დღეს 408-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები