მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოსახლეობის მოტივაცია, პირადად გაიღონ შენატანი საპენსიო ფონდში, მაღალია"

5ad0dc23ce86d
მეგი კავთუაშვილი
14.04.18 13:00
972
„საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების“ კვლევა აჩვენებს, რომ უმრავლესობას სურს დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობის უფლება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებსაც მიეცეთ, ანუ მოქალაქეებს, ვისაც შემოსავალი აქვთ, მაგრამ გადასახადებს არ იხდიან.

კვლევა აჩვენებს, რომ რესპონდენტების მოტივაცია, პირადად გაიღონ შენატანი დაგროვებით საპენსიო ფონდში, მაღალია.

„ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა იმას, რესპონდენტი დასაქმებულია თუ დაუსაქმებელი. ორივე კატეგორიის რესპონდენტთა უფრო დიდი ნაწილი (40–45%– ის ფარგლებში) აცხადებს, რომ „აუცილებლად გაიღებდა“ თანხას საკუთარი ხელფასიდან, ხოლო დამატებით საშუალოდ 30%–ის მოტივაციაც დადებითია („უფრო გავიღებდი, ვიდრე არა“). ამ თვალსაზრისით უარყოფითად განწყობილ რესპონდენტთა რაოდენობა 20– 25%–ის ფარგლებში მერყეობს. 65 წლის და მეტი ასაკის რესპონდენტებში დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის მოტივაცია გაცილებით დაბალია, 35 წლამდე რესპონდენტებთან შედარებით. დაგროვებით საპენსიო სქემაში არმონაწილეობის/დაბალი მოტივაციის ძირითად მიზეზად რესპონდენტებმა დაასახელეს ის, რომ არ აქვთ იმედი, რომ ეს შენატანი მოქალაქეების პენსიაზე დაიხარჯება. სხვა მიზეზებია: ა) პენსიით უზრუნველყოფა მხოლოდ სახელმწიფომ უნდა იკისროს, მოქალაქის მონაწილეობის გარეშე და ბ) უპირატესობა ენიჭება დანაზოგის პირადად დაგროვებას”, - ვკითხულობთ კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები