მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა ლეგალური დასაქმების უფლებასაც ანიჭებთ

5ae6f5900fa85
BM.GE
30.04.18 14:52
707
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხული მოსახლების 34%-ის აზრით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში ლეგალურად მუშაობის უფლებას მისცემს. NDI-ის მონაცემებით, გასულ წელს უფრო ცოტას, გამოკითხულთა 27%-ს ეგონა, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად მუშაობის უფლებას ანიჭებდათ.

ევროპაში უვიზო მიმოსვლა რომ ლეგალური დასაქმების საბუთი არ არის გასულ წელს უფრო მეტმა მოქალაქემ იცოდა, ვიდრე წელს. NDI-ის მონაცემებით, 2017 წელს სწორი ინფორმაცია გამოკითხულთა 58%-ს ჰქონდა, წელს კი მათი რაოდენობა 48% არ აღემატება.

15%-დან 18%-მდეა გაზრდილი მათი რიცხვიც, ვინც არ იცის, ნიშნავს თუ არა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად მუშაობის უფლებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები