მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის ნახევარს მთავრობის მხრიდან ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში ეჭვი ეპარება - NDI

64521c89bed9a
ვიქტორია მღებრიშვილი
03.05.23 12:46
498
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს.

შედეგებში აღნიშნულია, რომ თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ.

ამასთან, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. კითხვაზე - რამდენად დარწმუნებული ხართ ან არ ხართ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას, გამოკითხულთა 50% - არ არის დარწმუნებული, 35% - დარწმუნებულია, ხოლო 15%-მა - არ იცის. აღსანიშნია ისიც, რომ ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს/გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება.

გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები და ახალგაზრდები უფრო მეტად ამბობენ, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით ახლა მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა დღეს კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 17-23 მარტის პერიოდში ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები