გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში ნაწარმოებ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ენდობა, - NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე: „ზოგადად რამდენად ენდობით ან არ ენდობით, საქართველოში ნაწარმოებ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ სრულად ენდობა, 57% ამბობს, რომ ნაწილობრივ ენდობა, 11% ამბობს, რომ ნაწილობრივ არ ენდობა, ხოლო 6% ამბობს რომ საერთოდ არ ენდობა.
NDI-ის კვლევა 23 ივნისი - 8 ივლისის პერიოდში მიმდინრეობდა, მის ფარგლებში 2409 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.