მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსინჯე რაიმე ახალი" - Ryanair მოგზაურებს თბილისის ღირშესანიშნაობებს აცნობს

5d8a53eb65336
ანუკა ჯოხაძე
24.09.19 22:20
1723
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებას 6 ნოემბრიდან იწყებს, საქართველოს დედაქალაქს ვრცელ სტატიას უძღვნის.

ავიაკომპანიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ თბილისი მდიდარია ულამაზესი არქიტექტურით, ისტორიით და გასტრონომიით.

Ryanair ტურისტებს თბილისის ღირშესანიშნაობებსაც აცნობს და მათ მონახულებას ურჩევს. სტატიაში სულ 5 ასეთი ადგილია წარმოდგენილი.

ერთ-ერთი ასეთია სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანშია; სტატიის ავტორი სამების ტაძარზე წერს, რომ ის მსოფლიოში სიდიდით მესამე მართlმადიდებლური ტაძარია, რომლის სიმაღლეც 97.5 მეტრია.

კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა, რომელზეც ირლანდიური ავიაკომპანიის ვებ გვერდი წერს, ელგუჯა ამაშუკელის „ქართლის დედაა“. სტატიის ავტორის თქმით, მონუმენტის ნახვასთან ერთად, საიტერესოა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებაც.

„საათის კოშკი“ ძველი თბილისის ახალი ელემენტია, რომელიც ძალიან მალე იქცა ძველი ქუჩების სიმბოლოდ. კოშკი თოჯინების თეატრთან დგას და მისი აშენების იდეაც, როგორც Ryanair წერს, თავად თეატრის მფლობელს გაუჩნდა.

ავიაკომპანია ვიზიტორებს “მშვიდობის ხიდის” ნახვასაც ურჩევს და წერს, რომ ხიდის არქიტექტურა იტალიელ არქიტექტორს ეკუთვნის;

აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებს შორის მოხვდა მთაწმინდის პარკი, სადაც მოხვედრა როგორც საბაგიროთი, ისე ავტობუსით არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair 6 ნოემბრიდან პირდაპირი ავიარეისებს ევროპის მიმართულებით, როგორც ქუთაისის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები