მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MOSKAN-მა ლონდონში „ჯორჯიან ეარლაინსის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო - BLACKLIST.AERO

გაიაშვილი
11.05.24 12:00
1227

„ჯორჯიან ეარლაინსი“ - ბიზნესიქურდული მენტალიტეტით“, - ამ სათაურით აქვეყნებს პლატფორმა BLACKLIST.AERO სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია MOSKAN AVIATION BROKERING LTD-მა ლონდონში „ჯორჯიან ეარლაინსის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

პლატფორმა BLACKLIST.AERO-ს თანახმად, რომელსაც ავიაციაში არაკეთილსინდისიერი კომპანიების საერთაშორისო რეესტრი აქვს, MOSKAN-ი როგორც ბროკერი, დაეხმარა „ჯორჯიან ეარლაინსს“ Boeing 767-ის ლიზინგის საკითხში. დავის საფუძველი კი ის გახდა, რომ „ჯორჯიან ეარლაინსმა“ კომპანიას თანხა არ გადაუხადა.

პლატფორმის ინფორმაციით, საბროკერო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, „ჯორჯიან ეარლაინსის“ დირექტორი, ირაკლი მეზვრიშვილი დაელოდა თვითმფრინავის თბილისში ჩამოსვლას და 3 თვით შეწყვიტა კომუნიკაცია. ამის შემდეგ კი მომჩივანს დაუკავშირდა და უთხრა, რომ თამაზ გაიაშვილის გადაწყვეტილებით, კომპანიას სურდა ხელახლა მოლაპარაკება ხელშეკრულების პირობებზე და მხოლოდ მცირე თანხას გადაიხდიდა. საბოლოოდ კი, ქართულმა ავიაკომპანიამ MOSKAN-ს თანხა არ გადაუხადა. ამასთან, BLACKLIST.AERO მიუთითებს კორუფციაზე ქართული ავიაკომპანიის საქმიანობაში.

BMG საკითხთან დაკავშირებით „ჯორჯიან ეარლაინსს" დაუკავშირდა. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, სასამართლო დავაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე თქმით, MOSKAN-ი არაკეთილსინდისიერი კომპანიაა, რომელიც შანტაჟს და თანხის გამოძალვას ცდილობდა, მათ შორის მსგავსი აბსურდული, შეკვეთილი სტატიებით. დამატებით, ავიაკომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამერიკული სალიზინგო კომპანიისგან აქვთ წერილობით დასტური, რომ მათი გარიგების ფარგლებში ავიახომალდის ლიზინგთან დაკავშირებით არანაირ საბროკერო კომპანიასთან არ თანამშრომლობს.

სატვირთო ავიაკომპანია შპს საქართველოს ავიახაზები (ჯორჯიან ეარლაინსი), რომლის გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილია, 2020 წელს დაარსდა. კომპანიის 40%-ს ირაკლი მეზვრიშვილი ფლობს, ხოლო 60%-ს, "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები