მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვი-ერევნის რეისზე მგზავრი აცხადებს, რომ ხელბარგში ბომბი აქვს - რეისი გადაიდო

sheremetievo

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში მგზავრი ავიდა და განაცხადა, რომ ზურგჩანთაში ბომბი აქვს.

მგზავრის თქმით, ბომბი ხელბარგში აქვს. თვითმფრინავი ერევნის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო.

რეისი გადადებულია და ახლა, რუსეთის უსაფრთხოების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ გამოძიებას.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში სამი პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად, გარდაიცვალა ასზე მეტი ადამიანი.