მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვი მოსაზღვრე ქვეყნებში რუსული ენის პოზიციის ხელშეწყობითაა დაინტერესებული - ლავროვი

რუსეთი

"მოსკოვი დაინტერესებულია რუსული ენის პოზიციის ხელშეწყობით, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ქვეყნებში",- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ, რუსული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობით, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში. ასევე რუსულ ენაზე საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებით, სხვა საკითხებთან ერთად, მიგრანტ მუშაკთა მომზადებაზე“, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება სპორტში, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები და მოხალისეთა მოძრაობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები