მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვი-თბილისი 18 აპრილიდან: რეისი აეროპორტის განრიგში გამოჩნდა, შემდეგ კი წაიშალა

6439567de917f
გიგა ბენია
14.04.23 17:49
1578
რუსეთის ვნუკოვოს აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ თბილისის მიმართულებით ფრენები 18 აპრილიდან დაიწყება. ავიარეისები Georgian Airways-მა 28 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღიურად უნდა შეასრულოს.

ამასთან, დღეს რუსულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 18 აპრილიდან აღდგება. რუსი ბლოგერი ნიკოლაი ლევშიცი აცხადებს, რომ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვნუკოვოს აეროპორტში Georgian Airways-ი შეასრულებს.

BMG Georgian Airways-ის დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს დაუკავშირდა. როგორც ის ამბობს, ავიამიმოსვლა 18 აპრილიდან არ აღდგება.

„ინფორმაცია არასწორია. არანაირი სააღდგომო რეისი არ დანიშნულა. არ ვგეგმავთ 18 აპრილიდან რეისებს. მომავალში რა იქნება ვნახოთ, ჩემთვის ფრენა არავის აუკრძალავს" - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

ამასთან, BMG-ის რუსულ ტურისტულ კომპანია "სოდისში" დაუდასტურეს, რომ 18 აპრილიდან ვნუკოვო-თბილისის მიმართულებით ფრენები ჩანიშნულია.

"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, გამოცემა ვნუკოვოს აეროპორტს დაუკავშრდა, სადაც დაუდასტურეს, რომ საუბარია ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლაზე და არა ტრანზიტზე ერევნის გავლით.

BMG ეკონომიკის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ცდილობს ინფორმაციის მიღებას. მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ინფორმაციისთვის, ვნუკოვოს გვერდზე ფრენების განრიგში მოსკოვი-თბილისი 17:30 საათიდან აღარ იძებნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები