"რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა კვლავ დააყენა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დასრულების საკითხი", – ამის შესახებ მედიას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.
უშაკოვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოსკოვი უარს არ იტყვის თავის მიზნებზე, რაც კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას გულისხმობს.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა ასევე გამოთქვა რუსული მხარის მზადყოფნა, გააგრძელოს მოლაპარაკებების პროცესი კიევთან.
იური უშაკოვის თქმითვე, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა რუსეთის წვლილი ამერიკული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში.
„აღნიშნული იყო, რომ ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ არა მხოლოდ მოკავშირეობა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, არამედ ასევე უფრო ღრმა ისტორიული ფესვები“, – თქვა უშაკოვმა.
როგორც უშაკოვმა აღნიშნა, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.




























