რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი, რომელიც დღეს მოსკოვი-თბილისის რეისს А47107 ასრულებდა, ტექნიკური ხარვეზის გამო ვნუკოვოში დაბრუნდა. ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.
„საჰაერო ხომალდი ტექნიკური ხარვეზის გამო ვნუკოვოს აეროპორტში ბრუნდება“, - წერია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მგზავრებს თბილისამდე „აზიმუტის“ თვითმფრინავი მიიყვანს.
თბილისის აეროპორტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ აღნიშნული რეისი თბილისის დროით აეროპორტში 11:05 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა 6 საათით იგვიანებს.




























