მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვის ბირჟა დოლარსა და ევროში ვეღარ ივაჭრებს - აშშ-მა ის დაასანქცირა

მოსკოვის საფონდო ბირჟა

მოსკოვის საფონდო ბირჟა დღეიდან დოლარსა და ევროში ვეღარ ივაჭრებს. ამის მიზეზი აშშ-ის მიერ დაწესებული მორიგი სანქციებია.

Reuters-ის ცნობით, როგორც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, ისინი იძულებული გახდნენ აშშ-ის მიერ მოსკოვის ბირჟის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდველი ზომების გამო, ვაჭრობა დოლარსა და ევროში შეეჩერებინათ.

შეგახსენებთ, ამერიკის სანქციების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული და მიმდინარე ომია. სანქციების ახალი პაკეტის სამიზნე რუსეთის ფინანსური ინფრასტრუქტურაა, რათა რუსეთში ფულის შედინება და რუსეთიდან ფულის გადინება შეიზღუდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები