მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

მოსკოვის საფონდო ბირჟა “ნაწილობრივ გაიხსნა”

მოსკოვის საფონდო ბირჟა 25 თებერვლის შემდეგ პირველად, “ნაწილობრივ გაიხსნა”. ბირჟის მთავარი სექცია, რაც კომპანიების აქციებით ვაჭრობაა, კვლავ დახურულია, გაიხსნა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო ბონდებით ვაჭრობის სექცია. BBC-ის თანახმად, სავაჭრო სესიაზე სახელმწიფო ბონდების განაკვეთი 20%-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას ადგილობრივი ბაზრიდან თანხის სესხება გაუძვირდა.

ცნობისთვის, 24-25 თებერვალს რუსეთის ფინანსურმა ბაზრებმა ღირებულების ⅓-ზე მეტი დაკარგეს, რის გამოც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აქციებით ვაჭრობა შეაჩერა.

ამჟამად ერთი დოლარი 105 რუბლი ღირს. ომის დაწყებიდან დღემდე, რუბლმა ღირებულების მეოთხედი დაკარგა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები